პროექტის სახელწოდება ფიროსმანი და თბილისი.
მთავარი თემა: ფიროსმანი და XIX საუკუნის დასასრულისა და XXსაუკუნისდასაწყისის თბილისი.
პროექტის მიზანია მოვაწყოთ ექსპოზიცია, რომელიც მოსწავლეებს გააცნობს
ფიროსმანის შემოქმედებას, მის ბიოგრაფიას. იმ პერიოდის თბილისის ქართულ
ხელოვნებას.
ახლებურად ორიგინალურად წარმოვაჩინოთ ფიროსმანის შემოქმედება.
ექსპოზიცაზე წარმოდგენილი იქნება აგრეთვე მოსწავლეთა ნამუშევრები
“მე და თბილისი”
მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობს 14-15 წლის მოსწავლეები.მონაწილეებს
დავყოფ სამ ჯგუფათ შესაძლებლობის მიხედვით. ერთი ჯგუფი მოამზადებს
ფიროსმანის ბიოგრაფიას. მეორე ჯგუფი მოამზადებს ფიროსმანის შემოქმედებას,
მესამე შექმნის ნამუშევრებს
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ფიროსმანის ბიოგრაფიას
და შემოქმედებას.შექმნინ თავიანთ ნამუშევრებს(მოსაწვევი ბარათი, ნახატი,ნაკეთობა)
ვადები: პროექტი მომზადდება 2013 წლის თებერვალში.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფიროსმანის ნახატების რეპროდუქციები,
ლიტერატურა ფიროსმანის შესახებ, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები მოამზადებენ ოთახს და ინტერიერს გამოფენისთვის, მოაწყობენ გამოფენას. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი წარმოადგენს
ფიროსმანის ბიოგრაფიას, მეორე ჯგუფი ისაუბრერს მის შემოქმედებაზე.გაკეთდება
ექსპოზიციაზე არსებული ნახატების მხატვრული ანალიზი.მონაწილეები გამოთქვამენ
თავიანთ შთაბეჭდილებებს სურათების ირგვლივ.მესამე ჯგუფი წარმოადგენენ
თავიანთ ნამუშევრებს,რათა მოსწავლეებს განუვითარდეს წარმოსახვის ფანტაზიის
უნარი.კავშირი ესგIX2 ესგIX3
გამოფენის შემდეგ მოსწავლეებს წავიყვან ექსკურსიაზე სამხატვრო გალერიაში,
დავათვალიერებინებ ძველი თბილისის უბნებს, გავაკეთებთ ჩანახატებს, ჩანაწერებს
გადავიღებთ ფოტო-სურათებს და გავაკეთებთ ფოტო-ალბომს “ჩემი თბილისი”
პროექტის ხელმძღვანელი: ი.გაბუნია
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: izagabunia@gmal.com
პროექტის ვებ-გვერდი: izagab.bloger.com
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: izagabunia@gmal.com
პროექტის ვებ-გვერდი: izagab.bloger.com